პროექტის შესახებ

გვერდის ავტორი: ემილია კურბანოვა

ადამიანმა ბავშვობიდან უნდა წარმართოს ცხოვრების ჯანსაღი წესი, რათა მისგან ჩამოუყალიბდეს ღირსეული პიროვნებასპორტს დიდი მნიშვნელობა ენიჭება ადამიანებისთვის ცხოვრების ჯანსაღი წესის არჩევაში. მართლაც, მისი დამსახურება ამ მხრივ უდიდესია.

სპორტის მრავალი სახეობა არსებობს: ლამაზი და მოხდენილი, როგორიცაა ტანვარჯიში და ფიგურული სრიალი, სინქრონული ცურვა; აქტიური და მხიარული: ფეხბურთი და ჰოკეი, და ასევე სპორტი, რომელშიც აუცილებელია ლოგიკური აზროვნება - ჭადრაკი. ჩვენ გვინდა მოგაწოდოთ დეტალური ინფორმაცია ფეხბურთის შესახებ.


სურათი 1

რა არის ფეხბურთი? 

ფეხბურთი არის გუნდური სპორტი. ფეხბურთში მონაწილეობას იღებს ორი გუნდი, რომელიც შედგება 11 წევრისგან. ეს ორი გუნდი 90 წუთის განმავლობაში ეთამაშება ერთმანეთსბურთით თამაში მიმდინარეობს მართკუთხა მინდორზე საგოლე კარებით ორივე ბოლოში - სტადიონზეთამაშის მთავარი მიზანი არის გოლის გატანა მეტოქეს კარებში მოთამაშეების შორის ბურთის მანევრირებით.

ფეხბურთის ორი სახეობა არსებობს: ამერიკული ფეხბურთი ( განსხვავდება ჩვეულებრივისგან სათამაშო ბურთით) და ჩვეულებრივი ფეხბურთი. 



სახელწოდება

სახელი " ფეხბურთიინგლისურიდან ითარგმნება როგორც "ფეხის ბურთი".   სხვა ვერსიით, სიტყვა "ფეხბურთიგამომდინარეობს სიტყვებისგან "დარტყმადა "ფეხი", როგორც იტალიურად - "კალციოან ხორვატი - "ნოღომეტი". FIFA და საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტი ასევე იყენებენ ტერმინს "ფეხბურთი", როგორც ოფიციალური საერთაშორისო სახელი.

სურათი 3

 ფეხბურთის ისტორია

ახლა ძნელია ფეხბურთისავით პოპულარული თამაშის მოძებნაფეხბურთს  ”მილიონების სპორტს” უწოდებენ ხოლმეთანამედროვე ფეხბურთის სამშობლო არის ინგლისი.

ფეხბურთის დაბადება დაკავშირებულია 1863 წელთანროცა ინგლისში პირველად გამოჩნდა საფეხბურთო ასოციაციაბრიტანელებმა შეძლეს ამ სპორტის პოპულარიზაცია მთელს მსოფლიოშიამიტომ ისინი ითვლებიან თანამედროვე ფეხბურთის ფუძემდებლად. ( გოეგოძე 2016 ) იხილეთ აქ

ისეთუ გადავხედავთ უძველეს წარსულსაღმოვაჩენთრომ ფეხბურთის მსგავს სპორტს უძველესი ბერძნებიც და რომაელებიც თამაშობდნენმაგრამ ამ იმპერიებში ნებადართული იყო ბურთის ხელით ტარებაცრაც ახლათანამედროვე ფეხბურთში აკრძალულიააღნიშნული სპორტი შეიტანეს ოლიმპიურ თამაშებშირომელიც რომშო ჩატარდამაშინ ერთი გუნდი შედგებოდა 27 კაცისგან. ( ჯავახიშვილი 2015 ) იხილეთ აქ



სურათი 5


სურათი 6

ისტორიული ფაქტები ფეხბურთზე:

  • ·         ფეხბურთის პირველი დაწერილი წესები 1815 წელს ეტონის კოლეჯში ჩამოყალიბდა.
  • ·         1870 წლამდე გუნდებში მოთამაშეების რაოდენობა 15- დან 21-მდე მერყეობდა
  • ·         პირველი საფეხბურთო გუნდის შექმნა დაკავშირებულია 1857 წელთან.
  • ·         ფეხბურთის პირველი ასოციაცია 1863 წლის 26 ოქტომბერს დაარსდამასში შედიოდა 11 გუნდი.
  • ·         პირველი ფეხბურთის ტურნირი ჩადარდა 1871 წელს.
  • ·         1872 წელს ჩატარდა პირველი ეროვნული ნაკრების თამაში ინგლისისა და შოტლანდიის შორის


 ინვენტარი 

ფეხბურთის თამაშისთვის საჭიროა შემდეგი ატრიბუტები

  • ·         ბურთი;
  • ·         მოედანი ( სტადიონი);
  • ·         კარები;
  • ·         მოედნის მონიშვნა ( მარკირება);
  • ·         ფეხბურთის ფორმა ( მაისური, შორტები, გეტრები, ბუცები ). თოთოეულ კლუბს თავისი ფორმა აქვს.

 მეკარეს ასევე შეუძლია ეცვას სპეციალური პერანგი და ხელთათმანებირათა დაიცვას ხელები.  სტანდარტული ველიროგორც ამას რეგულირდება ფედერაციის საერთაშორისო ფეხბურთის ასოციაცია (ან FIFA), აქვს 100-დან 130 იარდამდეხოლო სიგანე 50-დან 100 იარდამდე.

სურათი 8


სურათი 9


სურათი 10


სურათი 11

 გუნდი

თითოეულ გუნდში არის 11 მოთამაშე:

  • ·         მეკარე;
  • ·         მცველი;
  • ·         ნახევარმცველი;
  • ·         თავდამსხმელი – შემტევი ფეხბურთელი;
  • ·         კაპიტანი;
  • ·         სასტარტო შემადგენლობა;
  • ·         სარეზერვო მოთამაშე;
  • ·         მწვრთნელი.

თამაშის წესები და თამაშის პროცესი 

ოფიციალური ვერსიითფეხბურთის სამშობლო არის ინგლისი  და დაბადების თარიღი მეცხრამეტე საუკუნეათუმცამაშინ ეს თამაში ქაოტური და მოუწესრიგებელი იყოყოველი შეხვედრა ჩხუბითა და აყალ-მაყალით მთავრდებოდაამის მიზეზი იყო წესების არაარსებობა.ფეხბურთის პირველი დაწერილი წესები 1815 წელს ეტონის კოლეჯში ჩამოყალიბდა.

თამაში იწყება მონეტის სროლითრომ გადაწვეტილებული იყოსრომელი გუნდით დაიწყება თამაშიმეორე ტაიმში თამაშს დაიწყებს მეორე გუნდიმატჩი იწყება ბურთის დარტყმით მოედნის ( სტადიონის ) ცენტრშითამაშის დროსყველა მოთამაშე ცდილობს შეინახოს ბურთი თავის ზონაშიამავდროულად ცდილობს გაიტანოს გოლი მეტოქეს კარებშიმოთამაშეს შეუძლია ბურთით თამაში სხეულის ნებისმიერი ნაწილითგარდა ხელების.

თუ თამაშისას ბურთი გასცდება საზღვრებსინიშნება კუთხური დარტყმაროგორი იქნება ეს დარტყმაგადაწყვეტს მსაჯე.

საფეხბურთო თამაშების ერთი ტაიმი გრძელდება 45 წუთი. ორი ტაიმის დამთავრებისას, ანუ, როცა გავა 90 წუთი, თვლიან, თუ რამდენი წუთი დახარჯული იყო მაგალითად მოთამაშეს შეცვლაზე ან სხვა, და ეს წუთები ემატება 90 წუთს.  

თამაშის წესების დარჩვევისას გუნდს ან მოთამაშეს გადაეცემა ყვითელი ან წითელი ბარათი, მაგრამ, ბოლო მონაცემებითყვითელი და წითელი ბარათები გამოყენებული იქნება გუნდის პერსონალისთვისაც. მათზე იმოქმედებს დისკვალიფიკაციისა და ფულადი ჯარიმების სისტემაც. ( ჩახვაშვილი 2019) (იხილეთ აქ )   


სურათი 14

საფეხბურთო ორგანიზაციები

 მეოცე საუკუნის დასაწყისში ფეხბურთი გახდა პოპულარული მტელ მსოფლიოში. სპორტსმენებს სხვადასხვა ქვეყნიდან სურდათ ხოკმე გაჯიბრებოდნენ ერთმანეთს.

 1904 წლის 21 მაისს ფრანგების ინიციატივითპარიზში დაარსეს საფეხბურთო ასოციაციის საერთაშორისო ფედერაციადღეს უკვე ფიფა, Fédération Internationale de Football Association - FIFA, რომლის პირველი პრეზიდენტიფრანგი რობერ გერენი გახდა. (გოეგოძე 2016) წყარო 

ყველაზე პრესტიჟული საფეხბურთო შეჯიბრია ფიფას მსოფლიო თასიჩემპიონატირომელსაც ჰყავს ყველაზე მეტი მაყურებელი მსოფლიოში.

ასევე არსებობს ორგანიზაცია, რომელიც იკვლევს ფეხბურთის ისტორიას, სტატისტიკას - ფეხბურთის ისტორიისა და სტატისტიკის საერთაშორისო ფედერაცია (International Federation of Football History & Statistics - IFFHS) . აღნიშნული ორგანიზაცია დაარსეს 1984 წელს მარტის თვეში, ლაიფციგშიორგანიზაციის შტაბ-ბინა ლოზანაშიშვეიცარიის ერთ-ერთ ქალაქში მდებარეობს

არსებობს კიდევ ორგანიზაცია, სახელწოდებით უეფა ( UEFA - Union Européenne de Football Association, ევროპული ფეხბურთის ასოციაციების კავშირი). აღნიშნული ორგანიზაციის მოვალეობაა ევროპული ფეხბურთის და ევროპული ქვეყნების ფეხბურთის ფედერაციების დაკონტროლება. ორგანიზაცია დაარსეს ბაზელში, 1954 წელს ივნისში. ორგანიზაციის შტაბ ბინა მდებარეობს შვეიცარიაში, ქალაქ ნიონში







მსოფლიოს  ძვირადღირებული საფეხბურთო კლუბები

  • ·         მანჩესტერ იუნაიტედი“ 4.123 მილიარდი დოლარი;
  • ·         რეალ მადრიდი“  $4.088 მილიარდი დოლარი;
  • ·         ბარსელონა“ $4.044 მილიარდი დოლარი;
  • ·         ბავარია“;
  • ·         მანჩესტერ სიტი“ .   (იმედი 2018) იხილეთ აქ


სურათი 18

მსოფლიოს ცნობილი ფეხბურთელები

  • დევიდ ბექჰემი;
  • სტივენ ჯერარდი;
  •  პოლ სქოულზი;
  • რონალდო;
  • რივალდო;
  • კრიშტიანო რონალდუ;
  • ანდრეს ინიესტა;
  • ტიერი ანრი;
  • სერხიო ბუსკეტსი;
  • რიო ფერდინანდი;
  • ლიონელ მესი.

აღსანიშნავია, რომ აღნიშნული 11 ცნობილი ფეხბურთელი წარსულში თავისი საყვარელი ნომრებით არ თამაშობდნენ. ( ჭიჭინაძე 2016 ) იხილეთ აქ


სურათი 19


სურათი 20

10 საუკეთესო ქართველი ფეხბურთელი 

1. გიორგი დემეტრაძე (“ალანია”, “ლოკომოტივი”) 77 მატჩი 44 გოლი

2. ზაზა ჯანაშია (“ლოკომოტივი”) 194 მატჩი, 50 გოლი

3. სოლომონ კვირკველია (“რუბინი”, “ლოკომოტივი”) 214 მატჩი, 7 გოლი

4. ჯანო ანანიძე (“სპარტაკი”, “როსტოვი”, “კრილია სოვეტოვი”)

5. მალხაზ ასათიანი (“ლოკომოტივი”) 179 მატჩი, 22 გოლი

6. მიხეილ აშვეთია (“ალანია”, “ლოკომოტივი”, “რუბინი”, “როსტოვი”) 150 მატჩი, 34 გოლი

 7. ლაშა სალუქვაძე (“რუბინი”, “ვოლგა”) 131 მატჩი, 4 გოლი

8. ლევან კობიაშვილი (“ალანია”) 24 მატჩი, 6 გოლი

9. ალექსანდრე ამისულაშვილი (“შინიკი”, “სპარტაკ ნალჩიკი”, “კრასნოდარი”, “კრილია სოვეტოვი”) 215 მატჩი, 14 გოლი

10. გია გრიგალავა (“როსტოვი”, “მოსკვა”, “ვოლგა”, “კრილია სოვეტოვი”, “ანჟი”, “არსენალი”) 194 მატჩი, 6 გოლი     შაიშმელაშვილი 2020 ) იხილეთ აქ

სურათი 21

ფეხბურთის სტადიონები

  • მილანი, “სან სირო” – იტალიის ყველაზე დიდი საფეხბურთო სტადიონი;
  • ბუენოს აირესი, “ესტადიო ლა ბომბონერა”;
  • მიუნხენი, “ალიანს არენა” – ერთ-ერთი ყველაზე ულტრათანამედროვე სტადიონი მდებარეობს გერმანიის ულამაზეს ქალაქ მიუნხენში.
  • ამსტერდამი, “ამსტერდამ არენა” ;
  • მადრიდი, “სანტიაგო ბერნაბეუ” – შეუძლებელია ჩვენს ათეულში არ მოხვდეს მადრიდის სიამაყე – “ესტადიო სანტიაგო ბერნაბეუ”. 
  • ლივერპული, “ენფილდ როუდი” ;
  • ლონდონი, “უემბლი” – ინგლისის სიამაყე, რომელიც თითოეული ინგლისელისთვის ძვირფასია;
  • რიო დე ჟანეირო, “მარაკანა”;
  • მანჩესტერი, “ოლდ ტრაფორდი” ;
  • ბარსელონა, “კამპ ნოუ” .    (მელქაძე 2014)  იხილეთ აქ )


ფეხბურთი საქართველოში 

საქართველოში ფეხბურთის განვითარება უკავშირდება მეოცე საუკუნეს დასაწყისსფეხბურთის მოყვარულთა პირველი წრე ჩამოყალიბებული იყო ქალაქ თბილისში, 1906 წელსრაც შეეხება საქართველოს პირველ ოფიციალურ საფეხბურთო გუნდსიგი შეიქმნა 1907 წლის 23 თებერვალსგუნდს რომელსაც თავისი წესდება ჰქონდასახსრებიფორმა და მოედანი ეწოდა   ,,კომეტა''. 

1918 წელს ზესტაფონში პირველად შეიკრიბა საფეხბურთო ნაკრები და 1920 წელს ზესტაფონში გაიმართა პირველი საერთაშორისო მატჩი.

 1990 წელს ზესტაფონში შეიქმნა ახალი კლუბი ,, მარგვეთი'', რომლებიც იკავებს ,,მეტალურგი ''-  ადგილს საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის პირველი ჯგუფში და პირველივე წელს გადადის უმაღლეს ლიგაში.

 1993 და 1996 წლებში ,, მარგვეთიგახდა საქართველოს ეროვნული თასის გათამაშების ნახევარფინალისტი. 1996 წელს კი - საქართველოს ვიცეჩემპიონირომელმაც მიიღო მონაწილეობა უეფას თასის გათამაშების საკვალიფიკაციო რაუნდშისამწუხაროდფინანსური პრობლემების გამო XX საუკუნის ბოლოს კლუბი დაიშალა.

1933 წელს თბილისში დაიწყო ბორის პაიჭაძის სახელობის ეროვნული სტადიონის შენება. შენობა დაამთავრეს 1937 წელსეკუთვნოდა სპორტსაზოგადოებადინამოს”, რის გამოცდინამოსსტადიონი ეწოდა. სტადიონი იტევდა 23 ათას მაყურებელს. 1963 წლიდან სტადიონმა რესტავრაცია გაიარა, რის შემდეგ მაყურებელთა ადგილები 36 ათასამდე გაიზარდა. ( სპორტის და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო 2006) იხილეთ აქ )

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციადაფუძნდა 1990 წლის 15 თებერვალს. 1992 წლის 25 თებერვლიდან ფეხბურთის საერთაშორისო ფედერაციის (FIFA) დროებითი წევრია, იმავე წლის 3 ივლისიდანმუდმივი წევრი, 1993 წლის 17 ივნისიდანფეხბურთის ასოციაციების ევროპის კავშირის (UEFA) მუდმივი წევრი. პრეზიდენტები: ნოდარ ახალკაცი (1990-98), მერაბ ჟორდანია (1998-2005), ნოდარ ახალკაცი-უმცროსი (2005 წლიდან). (  სპორტის და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო 2006 ) იხილეთ აქ )



1 comment:

  1. გვერდის ავტორი: ემილია კურბანოვა

    ReplyDelete